კანიე უესტი

ქანიე უესტი: ჯონა ჰილმა ებრაელი ხალხი ისევ შემაყვარა

EW

კანიე უესტის თქმით ჯონა ჰილის პერფორმანსი ფილმში 21 Jump Street ანტისემიტიზმის დაძლევაში დაეხმარა. რეპერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"21 Jump Street-ში ჯონა ჰილის ნახვამ კვლავ შემაყვარა ებრაელი ხალხი. ერთი ან ორი ინდივიდის მიმართ ბრაზი არ უნდა აქციო მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მიმართ სიძულვილად. ვერც ერთი ქრისტიანი, რომელმაც იცის, რომ იესო ებრაელი იყო, ვერ იქნება ანტისემიტი. მადლობა ჯონა ჰილ, მიყვარხარ". – წერს ჰიპ-ჰოპ არტისტი სოციალურ ქსელში.


2022 წლის მიწურულს კანიე უესტმა რამდენიმე განცხადებით კარიერა დაისამარა. ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი ანტისემიტური გამონათქვამების გამო გააკრიტიკეს.

სექტემბერში მუსიკოსთან ურთიერთობა გაწყვიტა ტანსაცმლის ბრენდმა Gap. შემდეგ ჰიპ ჰოპ არტისტთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა მოდის სახლმა Balenciaga-მ და ბრენდმა Adidas. გარდა ამისა ერთ-ერთმა კინოსტუდიამ არ გამოუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელიც უესტის ცხოვრებას ეფუძნებოდა. მსხვილ კომპანიებთან კონტრაქტების გაწყვეტის შემდეგ მომღერალი Forbes-ის მილიარდერთა სიიდან ამოვარდა.

უესტმა მოგვიანებით განაცხადა რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ვიცეპრეზიდენტის პოსტს დონალდ ტრამპს შესთავაზებს.

დეკემბერში უესტმა ალექს ჯონსის გადაცემაში განაცხადა:

"ჰიტლერის დადებით მხარეებსაც ვხედავ. მან გამოიგონა გზატკეცილები, მიკროფონი, რომელსაც დღემდე მუსიკის ჩასაწერად ვიყენებ. ხმამაღლა ვერ იტყვი, რომ ამ ადამიანს კარგი არაფერი გაუკეთებია".

კომენტარები