Balenciaga

BALENCIAGA კანიე უესტთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს

მოდის სახლი Balenciaga კანიე უესტთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს ჰიპ-ჰოპ არტისტის კონტროვერსიული კომენტარებისა და პოსტების გამო.

ამის შესახებ განცხადება Balenciaga-ს მფლობელმა კონგლომერატმა Kering-მა გამოაქვეყნა, სადაც ისინი წერენ, რომ არტისტთან არც მომავალში ითანამშრომლებენ.

"Balenciaga-ს აღარ აქვს ურთიერთობა, ან მომავალში რაიმე პროექტი დაგეგმილი არტისტთან [კანიე ვესტთან]". - წერია განცხადებაში.

კანიე უესტი Balenciaga-თან აქტიურად მას შემდეგ თანამშრომლობს, რაც მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი DEMNA გახდა. უკანასკნელი ჩვენება სწორედ ჰიპ-ჰოპ არტისტმა გახსნა, ასევე ჰქონდა თავისი ტანსაცმლის ხაზის - Gap Yeezy-სა და Balenciaga-ს კოლაბორაცია. გასულ თვეში - სექტემბერში, კანიე უესტთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება Gap-მაც მიიღო.

კომენტარები