კანიე უესტი

მედია: კანიე უესტი სექტემბერში მოსკოვში კონცერტს გამართავს

კანიე უესტი
Marca.com

რუსული მედიების ინფორმაციით ჰიპ ჰოპ არტისტი სექტემბერში დაგეგმილი კონცერტისთვის სივრცის შესარჩევად იყო ჩასული.

30 ივნისს მოსკოვში ჩასულმა ჰიპ ჰოპ შემსრულებელმა მოსკოვი უკვე დატოვა. ჩამოსვლის თარიღი უესტმა რუსი დიზაინერის, გოშა რუბჩინსკის დაბადების დღეს დაამთხვია. რუბჩინსკი უესტის ტანსაცმლის ხაზის, Yeezy-ს მთავარი დიზაინერია.

მომავალი კონცერტის სავარაუდო თარიღია 6 სექტემბერი.


იე, იგივე კანიე უესტი მოსკოვში 30 ივნისს ჩავიდა. ინფორმაცია პირველად საკუთარ ტელეგრამ-არხზე რუსმა პროდიუსერმა იანა რუდკოვსკაიამ გაავრცელა

"კანიე უესტი უკვე მოსკოვშია! ეს სუპერ-სიახლეა! ის ქალაქის ცენტრში რჩება! თითები გადაჯვარედინებული მაქვს ლუჟნიკის შოუსთვის! ფსონს ვდებ, 80 000 [ბილეთი] მხოლოდ 3 დღეში გაიყიდება. კარგი... მაქსიმუმ ერთ კვირაში!" - წერს რუდკოვსკაია ტელეგრამზე. 

"ის აქ არის - ჩვენი შავკანიანი რუსი" - ამბობს რუსი მოქალაქე ტელეგრამ-არხის Mash-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში და კადრში რეპერს აჩვენებს.

ჟურნალი МОСКВИЧКА-ს ცნობით კი, უესტი ჩამოფრენის შემდეგ რუსულ რესტორანს Beluga-ს ესტუმრა.

კომენტარები