Adidas-მა ჰიპ-ჰოპ არტისტთან, კანიე უესტთან ყველანაირი უერთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის მიზეზად კომპანია ანტისემიტიზმსა და სიძულვილის ენის გამოყენებას ასახელებს.
"ადიდასისთვის მიუღებელია ანტისემიტიზმი და ნებისმიერი სახის სიძულვილის ენა. Ye-ს უკანასკნელი ქმედებები და კომენტარები მიუღებელია, სიძულვილს გამოხატავს და საშიშია და ისინი არღვევენ კომპანიის ღირებულებებს მრავალფეროვნებასა და ჩართულობაზე, ურთიერთპატივისცემასა და სამართლიანობაზე". - წერია განცხადებაში.
Adidas-ი არ არის პირველი კომპანია, რომელიც ჰიპ-ჰოპ არტისტის კომენტარებისა და პოსტების გამო მასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა. 21 ოქტომბერს იდენტური გადაყვეტილება Balenciaga-მ მიიღო.
კანიე უესტი Balenciaga-თან აქტიურად მას შემდეგ თანამშრომლობს, რაც მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი DEMNA გახდა. უკანასკნელი ჩვენება სწორედ ჰიპ-ჰოპ არტისტმა გახსნა, ასევე ჰქონდა თავისი ტანსაცმლის ხაზის - Gap Yeezy-სა და Balenciaga-ს კოლაბორაცია. გასულ თვეში - სექტემბერში, კანიე უესტთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება Gap-მაც მიიღო.