კანიე უესტი

კანიე უესტის თქმით, ბიპოლარობის დიაგნოზი არასწორად დაუსვეს, ახალი დიაგნოზი კი აუტიზმია

კანიე უესტი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Photo: Javier Rojas/PI/ZUMA Press Wire/REX/Shutterstock

ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი კანიე უესტი ამბობს, რომ მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი ადრე არასწორად დაუსვეს, ხოლო მისი ახალი დიაგნოზი კი აუტიზმია. 

ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას უესტმა თქვა, რომ მისმა მეუღლემ, ბიანკა სენსორიმ მას ურჩია, თავიდან გაევლო დიაგნოსტირება. 

"წავედი ექიმთან [...] ჩემმა ცოლმა წამიყვანა, რადგან თქვა, რომ "შენი ხასიათი არ ჰგავს ბიპოლარულს, მე მინახავს ბიპოლარული აქამდე". და მე აღმოვაჩინე, რომ ეს სინამდვილეში აუტიზმია, რაც მე მაქვს". - თქვა კანიემ. 

რეპერმა ასევე აღნიშნა, რომ დიაგნოზი მას დაეხმარა, უკეთ ჩასწვდომოდა საკუთარ ქცევით მახასიათებლებს, მაგალითად, როდესაც 2018 წელს MAGA-ს (Make America Great Again) წარწერიანი წითელი კეპიანი ქუდი დაიხურა, დონალდ ტრამპი შეაქო და თქვა, რომ "ბრბო მას ვერასდროს გადააყვარებდა". 

"აუტიზმს წვიმის კაცის [1988 წლის ფილმი, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი გმირი აუტიზმის მქონეა] მსგავს რაღაცამდე მიჰყავხარ. მე დავიხურავ ამ ტრამპის ქუდს, რადგან ტრამპი ზოგადად მომწონს. და როცა ადამიანები გეუბნებიან, რომ ეს არ გააკეთო, ზუსტად ამას აკეთებ. ესაა ჩემი პრობლემა". - თქვა უესტმა. 

უესტმა დაამატა, რომ როდესაც მას ფანები ეუბნებიან, რომ კონკრეტული ტიპის ალბომი გამოუშვას," საპირისპიროს ვაკეთებ". 

აუტიზმი მენტალური აშლილობა არ არის. თუმცა, 2020 წელს კიმ კარდაშიანმა, უესტის ყოფილმა ცოლმა, უესტის მენტალური ჯანმრთელობის მართვის სირთულეზე ისაუბრა. 

"მათ, ვისაც ესმით, როგორია მენტალური დაავადება ან კომპულსური ქცევა, იციან, რომ ოჯახი უძლურია, თუ ეს ოჯახის წევრი უმცროსი არ არის. ადამიანები, რომლებმაც არ იციან ან არ ჰქონიათ შეხება ამ გამოცდილებასთან, შესაძლოა განმსაჯონ ის და ვერ გაიაზრონ, რომ დახმარების ძიების პროცესში თვითონ ინდივიდი უნდა ჩაერთოს, მიუხედავად იმისა, თუ რა ძლიერ ცდილობს ამას ოჯახი თუ მეგობრები". - თქვა კარდაშიანმა. 

თავად უესტს საკუთარი ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზზე მრავალ სიმღერაში მიუთითებია. 2018 წლის ალბომის Ye სურათზე წერია სიტყვები: "მეზიზღება ბიპოლარობა, ის ძალიან მაგარია". 

კომენტარები