რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესპანეთი უკრაინაში Leopard 2A4-ის ტიპის ტანკების პირველ პარტიას მომავალი კვირის ბოლომდე გაგზავნის

ესპანეთი უკრაინაში Leopard 2A4-ის ტიპის საბრძოლო ტანკების პირველ პარტიას მომავალი კვირის ბოლომდე გაგზავნის. შესაბამის განცხადებას ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ექვსმა Leopard 2A4-ის ტიპის ტანკმა ქალაქ სევილიასთან მდებარე ქარხანაში საბოლოო შემოწმებები უკკვე გაიარა. ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, უახლოეს მომავალში ამავე ქარხანაში შემოწმებას კიდევ 4 ასეთი ტანკი გაივლის.

ამავდროულად, ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი სამხედროების პირველმა ჯგუფმა, ჩრდილოეთ ესპანეთის სამხედრო ბაზაზე წვრთნები დაასრულეს და Leopard 2A4-ის ტიპის ტანკების მართვა შეისწავლეს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ესპანეთი უკრაინაში ექვსი  Leopard 2A4-ის ტიპის ტანკის გაგზავნას გეგმავდა, თუმცა, ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინას 10 საბრძოლო ტანკს მიაწვდის.


14 თებერვალს აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ მარკ მილიმ თქვა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას 11 ქვეყანა აპირებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ Leopard-2-ის ტიპის ტანკებით მინიმუმ ორი ბატალიონი შეიქმნება. ასევე, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, გვექნება ექვსი ან შვიდი Leopard-1-ის ტიპის ტანკების ბატალიონი. ეს იქნება კოალიცია. Leopard-1-ის ტანკების მოწოდებას სხვადასხვა ქვეყანა უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იქნება Challenger 2-ის და Abrams-ის ტიპის ტანკები, ასევე, AMX-10-ის ფრანგული წარმოების მსუბუქი ტანკები". - თქვა რეზნიკოვმა.

კომენტარები