რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: Leopard-2-ის ტიპის ტანკებით მინიმუმ ორი ბატალიონის შექმნას ვგეგმავთ

Boris Roessler/dpa/picture alliance/Getty Images

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა გერმანული წარმოების Leopard-2-ის ტიპის ტანკებით მინიმუმ ორი ბატალიონის შექმნას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული გამოცემა УНИАН ავრცელებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ Leopard-2-ის ტიპის ტანკებით მინიმუმ ორი ბატალიონი შეიქმნება. ასევე, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, გვექნება ექვსი ან შვიდი Leopard-1-ის ტიპის ტანკების ბატალიონი. ეს იქნება კოალიცია. Leopard-1-ის ტანკების მოწოდებას სხვადასხვა ქვეყანა უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იქნება Challenger 2-ის და Abrams-ის ტიპის ტანკები, ასევე, AMX-10-ის ფრანგული წარმოების მსუბუქი ტანკები". - თქვა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინას იმედი აქვს, რომ Leopard-2-ის ტიპის ტანკებს აპრილამდე მიითებს, თუმცა, ტანკების მიწოდება დამოკიდებული იქნება უკრაინელი სამხედრო ეკიპაჟების წვრთნების დროზე.

25 იანვარს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ და ამასთან, დაუშვა რეექსპორტი სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ასევე სურთ ამის გაკეთება.

14 თებერვალს აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ მარკ მილიმ თქვა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას 11 ქვეყანა აპირებს.

კომენტარები