ქართული კინოგაქირავება

ამირანში 7 ოსკარის მფლობელი EVERYTHING EVERYWHERE ALL AT ONCE განმეორებით გამოვიდა

Kinoafisha

კინოთეატრ ამირანში 2023 წლის ოსკარის დაჯილდოების ტრიუმფატორი ფილმი Everything Everywhere All At Once ხელმეორედ გამოვიდა.

დენილ კვონისა და დენიელ შეინერტის ერთობლივმა ნამუშევარმა ოსკარის დაჯილდოებაზე შვიდი ოქროს ქანდაკება მიიღო.

Everything Everywhere All At Once კინოს ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ფილმია. ოსკარების გარდა ფილმს მიღებული აქვს 2 ოქროს გლობუსი, ერთი BAFTA, ამერიკის რეჟისორთა, პროდიუსერთა, მსახიობთა, სცენარისტთა გილდიების ჯილდოები, Independent Spirit Awards-ის 7 ჯილდო. 

წლის ყველაზე მნიშვნელოვან ფილმზე ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

კომენტარები