პირს, რომელიც გორში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, ბრალდება წარედგინა. პროკურატურის ცნობით, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში, ბრალდებულმა, რომელიც მანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.




