რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის NATO-ში მიღება მთელი ევროპის ინტერესებშია – ლატვიის პრემიერმინისტრი

ლატვიის პრემიერმინისტრი კრიშიანის კარინში

ლატვიის პრემიერმინისტრის, კრიშიანის კარინშის თქმით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანება არამხოლოდ უკრაინის არამედ, მთელი ევროპის ინტერესებშია. ამის შესახებ მან European Pravda-სთან ინტერვიუსი ისაუბრა. 

“უნდა დავაჩქაროთ ევროპაში სამხედრო წარმოება. უნდა ვეძებოთ, სად შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი დახმარების გაწევა. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯებზე! მე ვერ ვხედავ სხვა ვარიანტს, გარდა უკრაინის NATO-ში მიღებისა”. - აღნიშნა ლატვიის პრემიერმინისტრმა.

კრიშიანის კარინშსის თქმით, ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საშიშროებას რუსეთი წარმოადგენს, რომელიც როგორც იმპერია, ისე განაგრძობს არსებობას. 

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხი  ვილნიუსში NATO-ს სამიტზე განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის დარწმუნებული, უკრაინის ალიანსში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას სამიტზე მიიღებენ თუ არა, მისი თქმით, "ჩვენ ყველამ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდება ომის შემდეგ, როგორ უზრუნველვყოთ მშვიდობის დამყარება".

"მე ვუხსნი სხვა ქვეყნებიდან ჩემს კოლეგებს, რაოდენ აუცილებელია მომავალზე ფიქრი. ბოლოს და ბოლოს, ომის შემდეგ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაც მათ ინტერესებშია და არა მხოლოდ - უკრაინის. ეს არის მთელი ევროპის ინტერესებში". - თქვა კარინშმა.

ლატვია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში მიღების მოლაპარაკებების დაწყებას 2023 წელს, თუმცა, მათი პოზიციით უკრაინის NATO-ში გაწევრიანება კიევის გამარჯვების შემდეგ უნდა მოხდეს.

კომენტარები