ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა, შემდეგ კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს, მხარი არ დაუჭირა არც კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული არჩევანის შეტანას და არც პარლამენტში ევრორეკომენდაციით გათვალისწინებულ არცერთ რეფორმას, როდესაც ასეთ მოთხოვნას აყენებს, ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური აფიორა და ცინიკური განცხადება. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რამდენად შორსაა ერთმანეთისგან ნაციონალური მოძრაობა და ევროპა. შესაბამისად, მათი მხრიდან ეს მოთხოვნა, ისევე, როგორც სხვა მოთხოვნები, რომლებიც წარსულში წამოაყენეს, ცინიკურად და ღიმილის მომგვრელად გამოიყურება.
tbl.ge/6b2q
დაკოპირდა

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ. ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ისინი მმართველ გუნდს 9 აპრილამდე აძლევენ დროს იმისთვის, რომ ოცნებამ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად სამუშაოები რეალურად დაიწყოს. 9 აპრილს კი ხაბეიშვილმა რუსთაველზე აქცია დააანონსა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




