დიდი ოცეულის სამიტი

ბერბოკი ლავროვს: დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
Reuters

გერმანიამ რუსეთს ომის და საერთაშორისო წესრიგის დარღვევის დასრულებისკენ მოუწოდა. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთი დიდი ოცეულის (G20) საქმიანობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

"ჩვენ გვჯერა მულტილატერალიზმის. დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა". - მიმართა ანალენა ბერბოკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ინდოეთში მიმდინარე G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე.

გუშინ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში ანალენა ბერბოკმა აღსნიშნა, რომ "რუსი დიქტატორი პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის და მისი მიზანი უკრაინის განადგურებაა". მისი თქმით, ყველა ქვეყანამ, რომელიც ფიქრობდა, რომ პუტინს მშვიდობისკენ მოწოდებით დაარწმუნებდა, გაიაზრა, რომ ეს შეუძლებელია.

კომენტარები