დიდი ოცეულის სამიტი

ინდონეზიაში ჩასული ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს – Bloomberg

სერგეი ლავროვი ჩადის G20-ის სამიტზე, ბალიზე, 13 ნოემბერს. ფოტოგრაფი: Sonny Tumbelaka/Getty Images

ინდონეზიის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბალიზე, დიდი ოცეულის სამიტზე ჩასვლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

განახლება: რუსეთმა უარყო ინდონეზიის ოფიციალური პირების განცხადება ლავროვის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ ლავროვი გულის დაავადებას მკურნალობდა. ამავე განცხადებაში მოხსენიებულია ინდონეზიის ორი უცნობი ოფიციალური პირი. მათი მტკიცებით, ლავროვი სანგლაჰის საავადმყოფოში, ქალაქ დენპასარში გადაიყვანეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ Telegram-ში გამოქვეყნებული განცხადება მოიხსენია როგორც "რა თქმა უნდა, სიყალბის უმაღლესი დონე". 

ზახაროვამ გამოაქვეყნა ლავროვის ვიდეო, რომელშიც იგი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებულ შეკითხვას პასუხობს. 

"ჩვენს პრეზიდენტზე უკვე ათი წელია წერენ, რომ მას დაავადება აქვს. საერთოდ, ეს არის თამაში, რომელიც პოლიტიკაში ახალი არაა". - ამბობს ლავროვი ვიდეოში. 

ბალის გუბერნატორმა Reuters-ს განუცხადა, რომ ლავროვის თქმით, იგი საავადმყოფოს შემოწმების მიზნით ეწვია და თავს კარგად გრძნობს.


დიდი ოცეულის (G20)-ის სამიტი კუნძულ ბალიზე 15–16 ნოემბერს ჩატარდება. სამიტში მონაწილეობას მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული, უმსხვილესი ქვეყნების ლიდერები იღებენ. ზოგიერთი მონაწილე შეხვედრას პირადად დაესწრება, ზოგი კი – ვირტუალურად.

დიდი ოცეულის წევრი ქვეყნები პირველად იკრიბებიან მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. Reuters-ის ცნობით, სავარაუდოა, რომ შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ რუსეთ–უკრაინის 2022 წლის ომი იქნება. 

რაც შეეხება რუსეთს, პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინდონეზიაში, ბალიზე, დიდი ოცეულის შეხვედრას ვირტუალურადაც არ დაესწრება. მან რუსეთის წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაგზავნა. 

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ისინი დიდი ოცეულის შეხვედრისას რუსეთის იზოლაციისთვის „ყველაფერს გააკეთებენ“. რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებით, ლავროვი კიდევ ერთხელ მოისმენს, რამდენად მარტოა რუსეთი. 

კომენტარები