მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სააკაშვილის მკურნალი ექიმი: მითხრა, სუს-ის აგენტი ხარო, გამოვედი პალატიდან და აღარც შევალ

როდესაც ეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალი, მეორე დღეს შევედი პალატაში და პაციენტი ძალიან ისე შემხვდა, მივხვდი, რომ ნანახი ჰქონდა გადაცემა. ვკითხე - რატომ? მე არ მითქვამს არაფერი ის, რაც არ არის. მომმართა და მითხრა, რომ სუს-ის აგენტი ხარო, ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო, ვუთხარი, მე გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ მეთქი. იმის მერე მე არ შევსულვარ პალატაში და არც შევალ არასდროს.

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი რუსთავი ორის ეთერში ამბობს, რომ მერაბ მეტრეველთან ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, ექსპრეზიდენტმა მას "სუს-ის აგენტი" დაუძახა. მისი თქმით, დაელაპარაკა ხელმძღვანელობას და მიხეილ სააკაშვილს ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს.

კომენტარები