რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენი ცის დაცვას სრულფასოვნად შევძლებთ, როცა თვითმფრინავებზე ტაბუ მოიხსნება 

26 თებერვლის ღამეს რუსული დრონების მიერ უკრაინაზე იერიშის მიტანის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას ცის დაცვაში დაეხმარება.

ამასთანავე, ზელენსკიმ გაიხსენა, რომ შეტევა ირანული კამიკაძე დრონების თავდასხმით დაიწყო. უკრაინელებმა მათი უმეტესობა [11 დრონი 14-დან] ჩამოაგდეს, მაგრამ არა ყველა.

შეტევის შედეგად, ქალაქ ხმელნიცკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი თანამშრომელი დაშავდა, ორი გარდაიცვალა. ზელენსკის განმარტებით, მეორე დრონის შეტევა სწორედ მაშინ განხორციელდა, როცა ცეცხლის ჩაქრობა დაიწყო პირველი თავდასხმის შემდეგ.

"ჩვენი პილოტები, ჩვენს საზენიტო გამანადგურებლებთან და ჩვენი საჰაერო ძალების ყველა ჯარისკაცთან და სპეციალისტთან ერთად, დიდ საქმეს აკეთებენ. მაგრამ ჩვენ შევძლებთ სრულფასოვნად დავიცვათ ცა, როცა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში თვითმფრინავებთან დაკავშირებული ტაბუ მოიხსნება". - აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები