დღეს უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის მამაცურად იბრძვის. სასოწარკვეთისა და განადგურების ბნელი წლის მიუხედავად, მათი გამბედაობა აუცილებლად გაიმარჯვებს. 1 წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა და ომი დაიწყო. ეს არის უკანონო და აგრესიული ომი, რომელშიც საერთაშორისო სამართლის წესები დაირღვა. პუტინს სურდა, უკრაინელი ხალხის ნება გაეტეხა. აგრეთვე, მას სურდა ჩვენი ერთიანობის დარღვევა. თუმცა, პუტინმა ეს ვერ მოახერხა. უკრაინა დგას, NATO და ევროკავშირი კი მათ გვერდით დგას. პუტინი თავის მიზნებს არ თმობს. პრეზიდენტ პუტინს სხვა, ისეთი ევროპა სურს, სადაც რუსეთს შეუძლია, მეზობლებს უკარნახოს, თუ რა გააკეთონ. პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება, ის ემზადება უფრო მეტი ომისთვის. ამიტომ, ჩვენ უკრაინას უნდა მივცეთ ის, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ. ზოგი შიშობს, რომ ჩვენი უკრაინისადმი დახმარება ესკალაციის რისკს ზრდის. მაგრამ, ყველაზე დიდი რისკი ისაა, თუ პრეზიდენტი პუტინი ამ ომში გაიმარჯვებს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
სტოლტენბერგი: პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება, ის ემზადება უფრო მეტი ომისთვის
tbl.ge/6a7n
დაკოპირდა

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ესტონეთში გამართულ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე
- Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
- პუტინის მტკიცებით, მალე ოკუპირებული ყირიმის საწვავით უსაფრთხო მომარაგებას შეძლებენ
- ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
- უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში
- რუსული პავილიონის აღდგენის გამო ევროკომისიამ ბიენალეს €2-მილიონიანი გრანტი გაუუქმა




