არ შეიძლება, ამ მოცემულობაში მწუხარება არ გამოვხატო იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია. დემოკრატიულ თანამეგობრობას გამოეყო და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც იგივე განსაცდელი არაერთხელ გაიარა. რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი. რომელსაც ოკუპაციის სიმწარე ყველაზე კარგად ესმის. საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატა. ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენა, ქართველი ხალხი სად დგას.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პრეზიდენტი: მწუხარებას გამოვხატავ, რომ საქართველოს მთავრობამ თავი იზოლაციაში მოიქცია
tbl.ge/6a6o
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავს მიეძღვნა.
სალომე ზურაბიშვილისაქართველოს მთავრობაქართული ოცნებასაქართველო-უკრაინაუკრაინა-საქართველორუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ამავე თემაზე
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ
- ლავროვი: იმის ფიქრიც კი არ მინდა, რომ ალასკის სამიტი კიევისთვის დროის მოსაგებად გაიმართა
- Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს
- ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
- უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს




