ბიძინა ივანიშვილის საქმე

ვოლსკი Credit Suisse-ზე: ამოცანა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვა და მისი ავტორიტეტით მე-2 ფრონტის გახსნაა

შვეიცარულ ბანკს, საბანკო სისტემას და საერთოდ შვეიცარიას გააჩნია ის იმიჯი, რისთვისაც იგი დაფასებულია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა ისტორიული ვითარებებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია და გეგმაზომიერება არის სახეზე და არა რაღაც გაუგებრობა და დაპირისპირება. ამ პროცესის მიზეზის დასადგენად, ლოგიკურად რომ მივყვეთ, გავიხსენოთ, მთავარი დაწყებითი თემა ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა ქვეყნის მართვაში და ის თურმე რუსეთისკენ მიაქანებს ქვეყანას. როდესაც დაისვა შეკითხვა, კონკრეტულად რაში მდგომარეობს მისი ჩართულობა, მოგვიწოდებს იმისკენ, რომ დსთ-ში შევიდეთ, საბჭოთა კავშირი ავღვადგინოთ, ოდკბ-ს შევუერთდეთ თუ ომში კატეგორიულად არ ჩავერთოთ, თითქოს ჩვენ ყველა ომისკენ ვიქაჩებით? განადგურდა ეს არგუმენტები და ახლა საპირისპირო არგუმენტები შემოვიდა განსახილველად და ეს არგუმენტები ლოგიკურად მიგვიყვანს იქამდე, რომ ამოცამა მდგომარეობს სწორედაც მის ჩართულობაში პოლიტიკურ პროცესებში, რათა იქნებ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით მაინც სახელმწიფომ გადაწყვიტოს და მეორე ფრონტი გახსნას. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი იმედის ეთერში. 26 იანვარს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პრესაში გაავრცელდა  ინფორმაცი, რომელის მიხედვითაც ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში. მისი თქმით, ბანკი ქმნიდა მოლაპარაკებების ილუზიას და ბანკის წარმომადგენლები მასზე პოლიტიკურ ზეწოლას განაგრძობდნენ.

კომენტარები