რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესპანეთი უკრაინას LEOPARD 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს

ესპანეთი უკრაინაში ექვსი გერმანული Leopard 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ 22 თებერვალს ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ესპანელ პარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, მომავალში უკრაინაში კიდევ უფრო მეტი ტანკი გაიგზავნება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sky News ავრცელებს.

25 იანვარს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ და ამასთან, დაუშვა რეექსპორტი სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ასევე სურთ ამის გაკეთება.

14 თებერვალს აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ მარკ მილიმ თქვა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას 11 ქვეყანა აპირებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ Leopard-2-ის ტიპის ტანკებით მინიმუმ ორი ბატალიონი შეიქმნება. ასევე, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, გვექნება ექვსი ან შვიდი Leopard-1-ის ტიპის ტანკების ბატალიონი. ეს იქნება კოალიცია. Leopard-1-ის ტანკების მოწოდებას სხვადასხვა ქვეყანა უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იქნება Challenger 2-ის და Abrams-ის ტიპის ტანკები, ასევე, AMX-10-ის ფრანგული წარმოების მსუბუქი ტანკები". - თქვა რეზნიკოვმა.

კომენტარები