კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

დეკანოიძე: რუსული ფული ჯაშუშებისთვის დეკლარირებული არაა, დასავლეთის დახმარებაა ოფიციალური

"უცხო ქვეყნის აგენტის" სტატუსი ექნებათ:

- ძალადობის მსხვერპლ ქალებზე მომუშავე ორგანიზაციებს და მათ ბენეფიციარებს;

- სკოლებში დემოკრატიის ჩართულობის პროექტებს;

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების პროგრამებს;

- იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების პროექტებს და მათ ბენეფიციარებს;

- კერძო მეწარმეებს და ახალ სტარტაპებს;

- ინკლუზიური განათლების პროექტებს;

- სამეცნიერი-კვლევით პროექტებს და მათ დამხმარე ორგანიზაციებს;

- სასოფლო-სამეურნეო, ფერმერების განვითარების პროექტებს.

არ დაიჯეროთ, რომ რუსული ფულისთვის აკეთებენ ამას. რუსული ფული ჯაშუშებისთვის დეკლარირებული არ არის. მხოლოდ დასავლეთის, ჩვენი პარტნიორების დახმარებაა ოფიციალური და გამჭვირვალე ამ პროგრამებისთვის.

FACEBOOK-ზე წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ივანიშვილის დეპუტატების მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც "უცხოური გავლენის აგენტების" გამოვლენას ეხება. 

კომენტარები