კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ხაბეიშვილი: პარტიული მიკერძოებები გადადეთ გვერდით, ვკარგავთ ქვეყანას, გამოდით გარეთ

ამ რუსული რეჟიმის პირობებში, მუდმივად განიხილავენ კანონპროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის, ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის და ახლა წავიდნენ ყველაზე შორს და ღრმად - დღეს ისინი ატარებენ კრემლის ინტერესებს ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე. ის, რომ ამ კანონის გარეშეც არიან რუსები, ეს ყველამ კარგად ვიცით, ის რომ, არც ერთი რუსი აგენტი ე.წ. ქართული ოცნების პირობებში არ დაუკავებიათ, ეგეც კარგად ვიცით. რატომ, ეგეც ვიცით. დღეს უკვე ხელს აწერენ, რომ თავად არიან ჯაშუშები, თავად არიან პუტინისტები და კრემლისტები. 

მინდა საზოგადოებას, ქართველ ხალხს მივმართო - ჩემო მეგობრებო, ყოველგვარი პარტიული მიკერძოებები და გემოვნება გადადეთ გვერდით, იმიტომ რომ ვკარგავთ ქვეყანას, სამშობლოს და ახლა თითოეული ქართველის ხელშია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სამშობლოს მომავალი, ჩვენი შვილების ბედი, ამიტომ მოგიწოდებთ, ამ წუთას, ჯერ კიდევ ვინც სახლში ხართ, გამობრძანდით გარეთ, უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და რუსული ოცნების წინააღმდეგ. არც ერთი დღე, არც ერთი საათი, წუთი არ გვაქვს დასაკარგი... დაივიწყეთ ყველა პარტია, ყველაზე დედი პარტია არის ჩვენი სამშობლო, რომელიც არის გადასარჩენი. თუ არ გიყვართ ლევან ხაბეიშვილი, მოდით თქვენი შვილებისთვის. თუ არ გიყვართ ლეიბორისტული პარტია, მოდით თქვენი მომავლისთვის.... ჩვენი ქვეყანა იღუპება...

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას პუტინისტების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ეს ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ ქართველ ხალხთან ერთად. მოგიწოდებთ ყველას, არც ერთი არ დარჩეთ სახლში, არ დარჩეთ ტელევიზორებთან, ვისაც შეგიძლიათ, დღესვე გამოდით და ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

კომენტარები