კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს

მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს
ტაბულა

პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს. მას შემდეგ რაც რუსულმა რეჟიმაა რუსული კანონი მიიღო, პარლამენტან სიტუაცია დაიძაბა. 

მობილიზებულები არიან რობოკოპები. აქციის მონაწილეების წინააღმეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების მტკიცებით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო "ძალადობრივი ხასიათი". შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან "მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს".

76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო. მეორე ვერსია დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ. 

კომენტარები