რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აშშ-ს უკრაინისთვის ჩამორთმეული ირანული იარაღის გადაცემას განიხილავს

ჩამორთმეული ავტომატები  USS The Sullivans-ის ბორტზე.
 U.S. NAVY/REUTERS

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ განიხილავს უკრაინას გადასცეს იარაღი, რომელიც, სავარაუდოდ, ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტი მეამბოხეებისთვის იყო განკუთვნილი.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ისინი უკრაინისთვის 5 000-მდე ავტომატის, 1.6 მილიონი ტყვიის, მცირე რაოდენობის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და 7 000-ზე მეტი უკონტაქტო ასაფეთქებლის (ფეთქდება არა სამიზნესთან შეხებით, არამედ მისი მოახლოებით) გადაცემას განიხილავენ. ეს ყველაფერი გასულ თვეებში იემენის სანაპიროებთან ჩამოართვეს კონტრაბანდისტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ირანისთვის მუშაობდნენ.

WSJ წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის გამოწვევა იქნება სამართლებრივი გამართლების პოვნა, რომლის მეშვეობითაც ჩამორთმეულ შეიარაღებას ერთი კონფლიქტიდან მეორეში გაგზავნიან. გაეროს შეიარაღების ემბარგო აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავალდებულებს, რომ გაანადგურონ, შეინახონ ან მოიშორონ ჩამორთმეული იარაღები. გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ადვოკატები შესაძლო ვარიანტს ეძებენ. 

გასულ თვეებში აშშ და საფრანგეთი ცდილობდნენ შეესრულებინათ საერთაშორისო მცდელობა და ირანული კონტრაბანდის იემენში შესვლა აეკრძალათ. თეირანის მოკავშირე ჰუსიტები უკვე რვა წელია რაც იბრძვიან საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი იემენის მთავრობის წინააღმდეგ. WSJ წერს, რომ ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ამ იდეის სერიოზულად განხილვა გასული წლის ბოლოს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც აშშ-ს სამხედრო ფლოტმა ირანიდან იემენისკენ მიმავალი მეთევზეთა ნავიდან მილიონობით ტყვია ამოიღო. რამდენიმე კვირის შემდეგ აშშ-მ მოახდინა მორიგი კონფისკაცია, ამჯერად ომანის ყურეში. ამ დროს მათ 2 000 AK-47-ის ტიპის ავტომატის ჩამორთმევა შეძლეს. მეთევზეთა კიდევ ერთ გემზე საფრანგეთის ძალებმა 3 000-ზე მეტი ავტომატი, 600 000-ზე მეტი ტყვია და 20-მდე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ჩამოართვეს ხომალდს, რომელიც ერთი შეხედვით ასევე მეთევზეებს ეკუთვნოდათ.

ირანს ბრალად ედება, რომ ის რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებით ეხმარება. ამ დანადგარებს მოსკოვი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმებისთვის იყენებს,

კომენტარები