ქართული ოცნება

კობახიძე: ბოლო 1-2 კვირაში უკრაინას დასახლება არ აუღია, უპირატესობა ამ ეტაპზე რუსეთს აქვს

ეს [რუსეთის უპირატესობა] ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ და ასევე უცხოელი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და, მინიმუმ, ბოლო 1 კვირის განმავლობაში 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა, ამ ეტაპზე, აქვს რუსულ მხარეს. 

საერთო ჯამშიც, ომის დაწყებამდე, რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80% და ხარკოვის ოლქის ნაწილი, ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთ-უკრაინის ომზე. გუშინ, 8 თებერვალს კობახიძემ თქვა, რომ "რადგან უკრაინაში რუსეთს უპირატესობა აქვს, ჩვენი ომში ჩართვის სურვილი ძლიერდება". 

კომენტარები