რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთის ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრა ნაკლებსავარაუდოა

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
РИА Новости

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) შეფასებით, რუსეთის ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრა უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა. 

ამასთან, ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსული არმიის შეტევამდე უკრაინის სამხედრო ნაწილების დაშლის მცდელობის მიზნით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ცდილობს ზოგიერთი მათგანის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან გადასროლას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის მთავარი სამხედრო დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, რუსული სამხედრო ტექნიკის ცუდი მდგომარეობა რუსეთის სამხედრო სარდლობას აიძულებს, სამხედრო ძალა რაოდენობის თვალსაზრისით უკრაინელებისაზე მეტად გაზარდოს.

ISW-ს ინფორმაციით, პუტინმა 1 თებერვალს გამართა შეხვედრა, რათა განეხილა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის აღდგენა ყირიმში, ბელგოროდში, ბრაიანსკში და კურსკის ოლქებში უკრაინის მხრიდან ბოლო თავდასხმის შემდეგ.

ანალიტიკოსების განმარტებით, რუსი ულტრანაციონალისტის, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრის, იგორ გირკინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელთან, ევგენი პრიგოჟინთან კამათის შემდეგ კრემლი გირკინის დისკრედიტაციას შეეცდება. 

აქამდე რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა გირკინი 2014 წლის ივლისში დონეცკის ოლქის სლოვიანსკიდან უკან დახევის გადაწყვეტილების შემდეგ სიმხდალეში დაადანაშაულა.

კომენტარები