ბერლინალე

დეა კულუმბეგაშვილი ბერლინის კინოფესტივალის ერთ-ერთი პროგრამის ჟიურის წევრი გახდა

Forbes Woman

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი პროგრამის, Encounters-ის ჟიურის წევრი გახდა.

კულუმბეგაშვილის გარდა ჟიურის წევრები არიან: ბერძენი მსახიობი, Dogtooth-ის ვარსკვლავი ანგელიკი პაპულია და იტალიელი ფესტივალების პროგრამერი პაოლო მორეტი.

Encounters ბერლინის კინოფესტივალის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია - მისი მიზანია მხარი დაუჭიროს ისეთ ფილმებს რომლებიც კინოში ტრადიციული თხრობის ნორმებს სცდებიან და მაყურებელს ახლებურ ხედვას სთავაზობენ.

დეა კულუმბეგაშვილი ქართველი რეჟისორი და სცენარისტია. გადაღებული აქვს ფილმები ლეთე და დასაწყისი, უკანასკნელისთვის რეჟისორმა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო და ტორონტოს ფესტივალის ნომინაცია მიიღო.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარე წლის 16 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები