ბერლინალე

მარტინ სკორსეზეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცემა

The New York Times

ამერიკელ რეჟისორს, მარტინ სკორსეზეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს, ოქროს დათვს გადასცემენ.

"მისი ფილმები თან სდევდა ჩვენს ისტორიას, მისი პერსონაჟები ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ ჩვენში". – წერია კინოფესტივალის ხელმძღვანელობის განცხადებაში.

სკორსეზეს ფილმით The Rolling Stones: Shine The Light გაიხსნა 2008 წლის ბერლინალე. 2010 წელს არასაკონკურსო პროგრამაში მოხვდა Shutter Island.

2024 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.

ბერლინალეს ჟიურის თავმჯდომარე წარმოშობით კენიელი მექსიკელი მსახიობი ლუპიტა ნიონგო იქნება.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბერლინის კინოფესტივალზე ფილმებს Cuckoo და Spaceman.

კომენტარები