ბერლინალე

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

კადრი ფილმიდან Dahomey
IMDB

ბერლინის რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია.

ბერლინალეს მთავარი ჯილდო, ოქროს დათვი გადაეცა წარმოშობით სენეგალელ ფრანგ რეჟისორს მატი დიოპს დოკუმენტური ფილმისთვის Dahomey.

წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე კენიელ-მექსიკელი მსახიობი ლუპიტა ნიონგო იყო.

ფესტივალის ფარგლებში საპატიო ჯილდო გადაეცა ლეგენდარულ ამერიკელ რეჟისორს მარტინ სკორსეზეს.

74-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები არიან:

ოქროს დათვი

Dahomey, რეჟ. მატი დიოპი

ჟიურის გრანპრი, ვერცხლის დათვი

A Traveler's Needs, რეჟ. ჰონგ სან-სუ

ჟიურის პრიზი, ვერცხლის დათვი

The Empire, რეჟ. ბრუნო დიუმონი

ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის

Pepe, რეჟ. ნელსონ კარლო დე ლოს სანტოს არიასი

ვერცხლის დათვი საუკეთესო მთავარი როლისთვის

სებასტიენ სტენი ფილმისთვის A Different Man

ვერცხლის დათვის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის

ემილი უოტსონი ფილმისთვის Small Things like These

ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის

მატიას გლეიზნერი ფილმისთვის Dying

სხვა პროგრამების გამარჯვებულებსა და ბერლინის კინოფესტივალის სრულ პროგრამას გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები