NDI-ის კვლევა

NDI: საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე (20%) ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ, 20% ამბობს რომ მოსალოდნელია, 76%-ის აზრით არ არის მოსალოდნელი, ხოლო 4%-მა არ იცის. 

კვლევა 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-1.6 პროცენტია.

კომენტარები