რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ და დანიის პრემიერმინისტრმა ნიკოლაევში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიქსენი 30 იანვარს ნიკოლაევში.

"დანიის პრემიერმინისტრ, მეტე ფრედერიქსენთან  ერთად ნიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინის მცველებს ვესტუმრეთ". - წერს უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე.

ამასთან, ზელენსკი დანიის მფარველობით ნიკოლაევის აღდგენასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრთან ერთად ნიკოლაივის კომერციულ საზღვაო პორტს ეწვია.

"ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, ასევე მისი დაცვისა და აღდგენის საშუალებები. განვიხილეთ ნიკოლაევის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეკონსტრუქცია, რეგიონის ეკონომიკის გრძელვადიანი აღდგენა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა". - დაწერა ზელენსკიმ.

ნიკოლაევი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც რუსი ოკპუნატები უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავს დაესხნენ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დანია რუსეთის შემოჭრის პირველივე დღეებიდან ნიკოლაევს ეხმარება და ქალაქის აღდგენას უჭერს მხარს.

მანამდე, იანვარში დანიის ენერგეტიკის მინისტრი, დენ იორგენსენი უკრაინის ნავსადგურს ეწვია. იორგენსენი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს, ოლეკსანდრ კუბრაკოვს შეხვდა.

კომენტარები