ენმ

ხაბეიშვილი: ენმ არის მიხეილ სააკაშვილი, ღირებულებები და ქვეყანა

აბსოლუტურად მკაფიოდ და ღიად ვიტყვი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის მიხეილ სააკაშვილი, ღირებულებები და ქვეყანა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ - პირადად მე პოლიტიკურ სცენაზე თუ ვინმეს გავლენას ვაღიარებ, არის მიხეილ სააკაშვილი. მე ვიცი, რომ მის პარტიაში ვარ. ენმ-ს თავმჯდომარე ვხდები იმიტომ, რომ დღეს სააკაშვილი ტყვეობაშია. ეს კაცი არის დასახსნელი და ამისთვის მესაჭე გვჭირდება, პირობითად ვამბობ, რომელიც სიჩქარესაც აკრეფს და მათ შორის, გუნდთან ერთად ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. [მე პარტიის თავმჯდომარე რომც გავხდე], უფრო მეტი გავლენა მაინც მიხეილ სააკაშვილს ექნება. ეს პრობლემა არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიცი, რომ პრაიმერისში მიშა სააკაშვილის პარტიაში ვმონაწილეობ და ისიც ვიცი, რომ ეს დადგა იმიტომ, რომ სააკაშვილი ტყვეობაშია. დღეს მას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრობლემა უდგას. ეს ადამიანი რომ ჯანმრთელი, საღსალამათი იყოს და ქართულ პოლიტიკაში ჩართვა შეეძლოს, მე მიხეილ სააკაშვილის რიგითი თანამებრძოლი ვიქნებოდი. 

თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი.

კომენტარები