რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კინზინგერი ქართულ ოცნებაზე: ბოლოს როდის დაგმეს რუსეთი – იცით, რომ რუსეთი აგებს, ხომ?

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი
saukvalley

"საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან დაგმეს რუსეთის ქმედებები. ქართულო ოცნება, იცით, რომ რუსეთი აგებს, ხომ?" – ასე ეხმაურება ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას.

ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ. განცხადების შემდეგ კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა.

კომენტარები