ლაჩინის დერეფანი

ბლინკენმა ალიევს მოუწოდა, კომერციული მიზნებისთვის ლაჩინის დერეფანი დაუყოვნებლივ გახსნას 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ბლინკენმა ალიევს მოუწოდა, რომ ლაჩინის დერეფანი კომერციული მიმოსვლისთვის დაუყოვნებლივ გაიხსნას. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ლაჩინის დერეფანში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის რისკი ძირს უთხრის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის პერსპექტივებს. 

გარდა ამისა, აშშ-ს უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა ილჰალმ ალიევს მოუწოდა, რომ გააორმაგოს ძალისხმევა სომხეთთან ორმხრივ სამშვიდობო დისკუსიებში. ბლინკენმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხის შესახებ.

12 დეკემბრიდან სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ერთადერთი მაკავშირებელი გზა – ლაჩინის დერეფანი –  ბლოკირებულია, რადგან აზერბაიჯანელი გარემოსდამცველების ჯგუფმა ქალაქ შუშასთან ყარაბაღში წიაღისეულის "უკანონო მოპოვება" და სომხეთში გატანა გააპროტესტა. სომხეთის ხელისუფლებამ ბლოკადა დაუკავშირა აზერბაიჯანის სურვილს, გააფართოოს კონტროლი რეგიონზე. რუსულ სამშვიდობო ძალებისგან კი სომხეთი ბლოკადის გარღვევას მოითხოვს.

კომენტარები