მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ალასანია ნადირაძეზე: არ მგონია, უგემური საკვები მიგვქონდეს, ჭამს იმას, რაც შეუძლია

შეიძლება, ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული, მძიმე მეტალებია ორგანიზმში, რომელიც ჯერ არ გამოსულა. ამის გამო ადამიანი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. იმაზე მეტი არ შეუძლია და სხვანაირიც არ შეუძლია. მე არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური და უხარისხო მოგვქონდეს. ჩემი ინტერესია, რომ ჩემი შვილი არ იყოს ასეთ მდგომარეობაში. 

კი, ექიმები ამას გვეუბნებიან [რომ საკმარისი კალორაჟი არ არის], მართალია. მაგრამ, საქმე ის არის, რომ როცა ჩამოთვლიან, ხორცი უნდა იყოსო - ეს ადამიანი ვერ იღებს, რამდენჯერაც მოსინჯა, იმდენჯერ, უკაცრავად და, ამოიღო უკან. ვერ იღებს ორგანიზმი ასეთ საკვებს. [ის მოგვაქვს], რასაც თვითონ მისახელებს. 

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. კლინიკა ვივამედის დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, სააკაშვილისთვის ოჯახის წევრებს მაღაზიის ცივი საკვები მიაქვთ, არასაკმარისი კალორაჟით. 

კომენტარები