რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ არ ვიქნებით შემწყნარებლები კორუფციის მიმართ, არ დავბრუნდებით წარსულში

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა კორუფციას არ მოითმენს და პრევენციულ ზომებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებს

"მინდა, რომ ერთი რამ ნათელი იყოს: ჩვენ აღარ დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით, არ ვიქნებით შემწყნარებლები კორუფციის მიმართ - როგორც ცხოვრობდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ან ისინი, რომლებმაც მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარეს". - თქვა ზელენსკიმ. 

საერთაშორისო გამჭირვალობის 2021 წლის შეფასებით, უკრაინა 180 ქვეყნიდან კორუფციის ხარისხით 122 ადგილზეა. ხოლო ევროკავშირმა უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ ანტიკორუფციული რეფორმები ალიანსში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად აქცია. 

ზელენსკის კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილ ლოზინსკი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის 1.68 მილიარდი გრივნა გამოყო. გამოძიების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილის მისათვისებლად ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა შეიმუშავეს სქემა. ისინი მეწარმეებს გაურიგდნენ და 280 მილიონი გრივნის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს. ლოზინსკიმ ამ გარიგების სანაცვლოდ $400 000 მიიღო.

კომენტარები