რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის ჯონსონი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი Facebook-ზე ავრცელებს.

უკრაინელი მხარის თქმით, ვიზით არ იქნება "არც ოფიციალური და არც დახურული". 

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მანამდე ჯონსონი ბუჩაში, პოლიციის ესკორტის თანხლებით, ეკლესიას ეწვია.

უკრაინული მედიის ინფორმაცით, ვიზიტი არ იყო წინასწარ გამოცხადებული და არც ბრიტანეთის საელჩოს მეშვეობით დაორგანიზებული, ვინაიდან ოფიციალური ვიზიტით უკრაინას მოქმედი პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ეწვეოდა.

მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რას განიხილავენ ისინი შეხვედრაზე.

ამასთან, არსებობს მღელვარება, რომ ექსპრემიერის ვიზიტი საგარეო პოლიტიკაში ახლანდელი პრემიერის, რიში სუნაკის ავტორიტეტს დააკნინებს.

ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვია. იგი პირველად კიევში აპრილში ჩავიდა, მას შემდეგ, რაც რუსები იძულებით დახიეს უკან. მეორედ კიევს პრემიერი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეწვია.

მანამდე, დასავლური მედია წერდა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა. ჯონსონს რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი ქვეყანისთვის საჯარო მხარდაჭერის გამოცხადება სურდა.

კომენტარები