რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს – GUARDIAN

Guardian-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. ჯონსონს რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი ქვეყანისთვის საჯარო მხარდაჭერის გამოცხადება სურს. 

უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, ჯონსონმა კიევში ვიზიტის სურვილი გამოთქვა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. მათივე ცნობით, ზელენსკი და ჯონსონი ერთმანეთს მეგობრებად მოიხსენიებენ. 

Guardian-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის ოფისში ჯონსონის ვიზიტთან დაკავშირებულ გეგმებზე საქმის კურსში არ იყვნენ. კონსერვატიულ პარტიაში მღელვარებაა, ჯონსონის ვიზიტმა რიში სუნაკის ავტორიტეტი არ დააკნინოს. 

ვიზიტის ფარგლებში ყოფილი პრემიერმინისტრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას როგორც ბრიტანეთის, ისე უკრაინის მხარე აიღებს. 

ომის დაწყებიდან დღემდე ბორის ჯონსონი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და მსოფლიო ლიდერებსაც მისი დახმარებისკენ მოუწოდებს.  

კომენტარები