რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესტონეთი უკრაინას $113 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

უკრაინელი სამხედრო Carl-Gustaf M4-ის ტიპის ყუმბარმტყორცნით

ესტონეტი უკრაინისთვის $113 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, რაც, ამ დრომდე, მათი მხრიდან კიევისთვის გაღებული უდიდესი პაკეტი იქნება.

დახმარების პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, საბრძოლო მასალას, ავტომობილებს, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებსა და ყუმბარმტყორცნებს.

ესტუნური მედიის, ERR-ს ცნობით, ესტონეთი უკრაინას გადასცემს 155 და 122-მმ-იან ათეულობით ჰაუბიცას, ათასობით ჭურვს, ასევე მანქანებს, მათ გადასატანად, Carl-Gustaf-ის ტიპის ყუმბარმტყორცნებსა და მათთვის საჭირო ათასობით ყუმბარას.

უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოყოფა ესტონეთის თავდაცვისუნარიანობას არ შეამცირებს, რადგან ამ ყველაფრის აღდგენაში მათ დასავლელი მოკავშირეები დაეხმარებიან.

"ესტონელებმა საკუთარი მძიმე ისტორიიდან იციან, რა ხდება, როცა ბოროტება იმარჯვებს და დიდი ქვეყნები პატარებს ყლაპავენ. თუ უკრაინა დაეცემა, თავისუფლება საფრთხის ქვეშ მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც აღმოჩნდება. უკრაინისთვის დამოუკიდებლობის დაცვაში დახმარებით, ვიცავთ ყველა ქვეყნის დემოკრატიისა და თავისუფლების უფლებას, მათ შორის ესტონეთის. ამიტომ გარდაუვალია უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო დახმარება. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, უკრაინაში ვგზავნით შეიარაღებას, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ. უკრაინამ ესტონეთს ამ დახმარების თხოვნით თავად მიმართა, ამ კონკრეტული შეიარაღების აუცილებლობას ხაზს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც უსვამდა". - თქვა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა.

კომენტარები