რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის უფლებას აღარ მისცემს

REUTERS/Pavel Mikheyev/File Photo

ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის უფლებას აღარ მისცემს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ყაზახეთის მთავრობა 26 იანვრიდან შეწყვეტს პრაქტიკას, რომელიც რუსეთსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრების მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აძლევდა.

ახალი გადაწყვეტილებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ყაზახეთში 3 თვის გატარების შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოუწევთ, შემდეგ კი მათ ქვეყანაში კიდევ 90 დღით დარჩენის უფლება თავიდან უნდა აიღონ.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამ რეფორმის ინიციატორია, აცხადებს, რომ რეფორმა ხელისუფლებას მიგრაციის უფრო მკაცრად გაკონტროლების საშუალებას მისცემს.

რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე, ძირითად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცები ყაზახეთში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომისა და კრამლის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის შემდეგ ჩავიდნენ.

კომენტარები