დაპირისპირება ენმ-ში

მუმლაძე: მელიას საუბარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო – მასთან საჯარო დებატებს ვითხოვ

სამარცხვინოა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ისეთი თავმჯდომარე ჰყავს, რომელიც ამ არჩევნების პირობებში, იმის ნაცვლად, იმაზე საუბრობდეს, თუ რატომ უნდა აირჩიონ ის, იმაზე საუბრობს, თუ ვინ არის დამნაშავე მის წარუმატებლობაში. ნიკა მელიას ეს საუბარი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო. მე მასთან საჯარო დებატებს ვითხოვ. დამიჯდეს, ვიდებატოთ და საზოგადოებამ ნახოს, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ უკეთესია და ვინ უარესი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ნიკა მელიამ დაასახელა. პირდაპირ გეუბნებით, მე ნებისმიერი პირის პოლიტიკაში ჩართულობას მივესალმები, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, რადგან, საქართველო რუსულ ჭაობში არ გადაიჩეხოს. პირად წყენებზე მაღლა ყოველთვის საერთო ინტერესები უნდა დადგეს. მეც ასე მოვიქეცი, როცა 7 დეკემბერს პარტიაში მივედი და მათ ჩემი გეგმა შევთავაზე, რომ ქუჩის პროტესტი ძლიერი და მძლავრი ყოფილიყო - ამაზე დაგვთანხმდნენ, თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ პარტია ისევ უუნარო, უმოქმედოა და ნიკა მელია, როგორც თავმჯდომარე თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ TV პირველის ეთერში. ენმ-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ TV პირველს ინტერვიუ მისცა, სადაც მან ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაპირისპირებასა და პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

კომენტარები