დაპირისპირება ენმ-ში

წიკლაური: ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას

მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორია უკვე დამთავრდა - ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელმა მმართველობამ, მისმა მენეჯმენტმა უარყო საკუთარი ისტორია, საკუთარი ტრადიციები, მე ვფიქრობ, რომ ძირი გამოუთხარა საკუთარ ფუნდამენტს, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა ევროპული მისწრაფებების ეს ორგანიზაცია. მას შემდეგ, რაც მან უარყო საკუთარი ამომრჩეველიც და ის პრინციპები და იდეალებიც, რაც ყოველთვის იყო დამახასიათებელი ამ პოლიტიკური ძალისათვის, მე ვფიქრობ, რომ იქ აღარ დარჩა სიმართლე. ამიტომ, ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

დიახ, შეგვიძლია, ასე ვთქვათ, [რომ ვტოვებ ენმ-ს]. ჩვენ ვნახეთ ახლა ის ვითარება, რაც უძღოდა ამ ამბებს. მთელი 9 თვის განმავლობაში, გულწრფელად ვამბობ, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მომხდარიყო დევალვაცია იმ ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობების, რაც იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მას შემდეგ, რაც უარყო ამ პოლიტიკურ პარტიაში მმართველობამ საკუთარი პოლიტიკური საბჭო, საკუთარი წარსული, საკუთარი ისტორია, მას შემდეგ, რაც უარყო ათი ათასობით საკუთარი ამომრჩევლის, პოლიტიკური პარტიის წევრის პოზიცია, [...] ამის შემდეგაც ვერ შეისმინა ვერაფერი ახალმა მმართველობამ, ამიტომ ვფიქრობ, რომ იქ აღარ არის არაფერი.

თქვა პალიტრანიუსის ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები