რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინი: რუსეთიდან წასულ უკრაინის მხარდამჭერ მოქალაქეებს ქონება უნდა ჩამოერთვათ

ვიაჩესლავ ვოლოდინი
TASS

რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და მხარს უკრაინას უჭერენ, ქონება ჩამოერთვათ. ამის შესახებ ვოლოდინი საკუთარ Telegram არხზე წერს.

ვოლოდინის თქმით, ქვეყნიდან წასული რუსეთის მოქალაქეების უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა, ექსტრემიზმისკენ მოწოდებად, ნაციზმის რეაბილიტაციად ან ქვეყნის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად შეფასდეს.

დუმის სპიკერის აზრით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ საპასუხო ზომები, რომელსაც რუსეთი ზემოხსენებული ადამიანების წინააღმდეგ იყენებს, საკმარისი არ არის.

"ისინი აქირავებენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ შემოსავლის მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. პარალელურად კი საკუთარ თავს უფლებს აძლევენ საჯაროდ შეასხან ტალახი რუსეთს. შეურაცხყოფენ ჩვენს სამხედროებს და ოფიცრებს, თავს გრძნობენ დაუსჯელად და მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება მათ ვერ მიწვდება". - წერს ვოლოდინი.

კომენტარები