მიხეილ სააკაშვილი

ხაბეიშვილი: 4 იანვარს კანცელარიასთან და შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან შევიკრიბებით

4 იანვარს ჩვენი ქვეყნის, მიშას და ჩვენმა მეგობარმა, მარკ ფეიგინმა მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში დააანონსა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და, შესაბამისად, 4 იანვარს ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონაში, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან გაიმართება პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. 

4 იანვარს, 18:00 საათზე, მარკ ფეიგინის ინიციატივას ვუერთდებით საქართველოში 2 ლოკაციაზე - ეს არის სახელმწიფო კანცელარია და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლი. თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა 2023 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევა და უნდა ვიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა, რათა დავიმკვიდროთ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროში, სადაც რუსი ოლიგარქის და ბოროტების გარეშე გველოდებიან. 

მსოფლიოს, მშვიდობის მტერი ტერორისტი პუტინი და მისი რუსეთი გარდაუვლად დამარცხდება თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ ამ  გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ. საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა მოვახერხოთ საქართველოს გათავისუფლება ამ ბოროტი ძალისგან. შესაბამისად, ხვალ, 4 იანვარს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის და მხარდასაჭერად უნდა შევიკრიბოთ სახელმწიფო კანცელარიასთან დედაქალაქში და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან. სახელმწიფო კანცელარიიდან ასევე გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლამდე.  

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი. რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, 4 იანვარს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად "გლობალური აქცია" გაიმართება. 

კომენტარები