მიხეილ სააკაშვილი

ფეიგინი: 4 იანვარს სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქცია გაიმართება

2023 წლის 4 იანვარს [გაიმართება] გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად #SaveMisha. მოგიწოდებთ ყველას, თქვენი ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს საელჩოებთან მიხვიდეთ. [აქცია] თქვენი დროით 12:00-ზე დაიწყება. გთხოვთ, გაავრცელეთ.

წერს რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი. აქციის გამართვაზე მოწოდებას უერთდება უკრაინის პრეზიდენტის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩიც. 24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეიგინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა და ციხეში მოწამლეს.

კომენტარები