რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ტერიტორიაზეც ვიმოქმედებთ – დანილოვი

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა Kyiv Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი ძალები მოქმედებებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც ჩაატარებენ. 

"დიახ, რა თქმა უნდა. თუ ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო იქნება ვიყო იქ, იქ ვიქნებით. არავის დავეკითხებით. ყველანაირი საუბარი, რომ ვიღაც არ უნდა გავაღიზიანოთ, სისულელეა". – უპასუხა დანილოვმა ჟურნალისტის შეკითხვას, შესაძლოა თუ არა უკრაინის არმია მოხვდეს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის დასაცავად. 

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში 4 უკრაინელი სამხედროს დაღუპვის შესახებ.

უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში 4 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა

კომენტარები