მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა – ექიმი ანა წითლიძეზე

ანა წითლიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ანა წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა "უკიდურესად მძიმეა". ექიმის ინფორმაციით, პაციენტს დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას.

"პაციენტი განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება, ვიტყოდი, რომ უკიდურესად მძიმეა. ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა, გაძლიერებულია თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე, ადვილად დაღლა, გონებაგაფანტულობა, აპათია, ძილიანობა, თვალები შეშუპებული და ჩავარდნილი, ენა მშრალი და მე ვიტყოდი, რომ პაციენტს დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას. ძალიან მძიმედ მიდის ეს პროცესი და რეკომენდაციაა, შეწყვიტოს შიმშილობა".- ამბობს ექიმი. 

ენმ-ის დეპუტატი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, უკვე მე-12 დღეა პარლამენტში შიმშილობს.

კომენტარები