მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

შიმშილობის მე-9 დღეს დავით კირკიტაძე კლინიკაში გადაიყვანეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, დავით კირკიტაძე, შიმშილობის მე-9 დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. 

ინფორმაცია ტაბულას ენმ-ში დაუდასტურეს. 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა 15 დეკემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს.  მათ რიგებს მალევე გამოაკლდა აბდულა ისმაილოვი. ანა წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობას აგრძელებენ. 

 

კომენტარები