სირია-ისრაელი

მედია: ისრაელმა სირიაში ჰეზბოლას დრონების საწარმოზე იერიში მიიტანა

Al-Arabiya-ში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში მიმდინარე კვირის დასაწყისში უპილოტო საფრენი აპარატების საიდუმლო კვლევისა და განვითარების ობიექტზე იერიში მიიტანეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული საწარმოს 127-ე ქვედანაყოფი ლიბანის ჰეზბოლას ტერორისტულ ჯგუფს ეკუთვნოდა.

ამ შეტევის გარდა, სირიამ ისრაელი დედაქალაქ დამასკოს მახლობლად მდებარე ობიექტებზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რომლის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიჭრა.

ისრაელის არმია სირიაში განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, მან აღიარა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ ასობით საჰაერო შეტევას ახორციელებდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების სამსახურის თანახმად, თავდასხმის სამიზნე ჰეზბოლასთვის განკუთვნილი იარაღის გადაზიდვის მარშრუტებია. გარდა ამისა, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემები ხშირად ხდებოდა ისრაელის თავდასხმების სამიზნე.

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ დაადასტურა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა საჰაერო თავდასხმა ნოემბრის დასაწყისში განახორციელეს კოლონაზე, რომელსაც სავარაუდოდ სირია-ერაყის საზღვართან ირანულ იარაღი გადაჰქონდა.

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებთან დაკავშირებით კომენტარს იშვიათად აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

კომენტარები