სირია

სირია ისრაელს ადანაშაულებს საჰაერო იერიშში, რომელსაც 2 სამხედრო ემსხვერპლა

13 ნოემბერს სირიამ ისრაელი ქვეყანაში კვლავ საჰაერო იერიშების მიტანაში დაადანაშაულა

სირიის სამთავრობო მედიიის, SANA-ს ინფორმაციით, ისრაელმა იერიში მიიტანა ჰომსის პროვინციაში, რასაც ორი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. 

Reuters-თან სამხედრო სფეროს წარმომადგენელი წყაროები ამბობენ, რომ შაირათის საჰაერო ბაზა, რომელიც თავდასხმის სამიზნე იყო, რამდენიმე ხნის წინ ირანის საჰაერო ძალების მიერ იყო გამოყენებული. ასევე Reueters-ის წყაროს ცნობით, თავდასხმის უშუალო სამიზნე საჰაერო ბაზის ასაფრენი ბილიკი იყო. ამას გარდა, წყაროს ცნობით, ბოლო სამ წელში შაიარათის საჰაერო ბაზა რუსეთის სამხედრო კონტინგენტმა გააფართოვა. 

წყაროები ასევე ამბობენ, რომ შაირათის საჰაერო ბაზის მახლობლად რუსეთს საკუთარი ძალები ჰყავს განლაგებული და ბაზას იყენებენ კიდეც.

ისრაელი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებთან დაკავშირებით კომენტარს იშვიათად აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

კომენტარები