დავიწყებ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მომავლით. ჩვენ ვიცით, რომ ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი და ჩვენ გვინდოდა დახმარება აღმოგვეჩინა საქართველოსთვის. ჩვენ ასევე ვიცით, რომ [არსებობს] პირობები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ორი პირობა გულისხმობს თავისუფალ სასამართლო სისტემას და ბრძოლას პოლარიზაციის წინააღმდეგ. ვფიქრობ და მწამს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე და მისი გათავისუფლება სამართლებრივ საფუძველზე ამ ორივე საკითხს უკავშირდება. არსებობს იურიდიული საფუძველი, 283-ე მუხლში, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე და ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ მუხლს. ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების გადასაწყვეტია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს განხილული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. მე მოვიყვან საქართველოს სახალხო დამცველის ციტატას, რომელიც ამბობდა, რომ სიტუაცია სააკაშვილთან დაკავშირებით არის მძიმე და დინამიკის თვალსაზრისით, იგი კრიტიკული გახდება რამდენიმე თვეში.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
ლექსმანი: არსებობს იურიდიული საფუძველი, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის გამო გათავისუფლდეს
tbl.ge/67mk
დაკოპირდა

თქვა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა. მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. [ფორმულას თარგმანი]
ამავე თემაზე
- კირთაძე: სააკაშვილის სტრატეგიის კრიტიკისთვის ჯვარს გვაცვეს, დღეს გვარამიას იგივეს უწონებენ
- გვარამია: არასწორი იყო პოლიტპატიმრობის ხაზის მოხსნა და გადართვა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
- ბრეგაძე: სააკაშვილი თავად იწამებს თავს, თუ ვინმე აწამებს, ეს მისი პოლიტიკური გარემოცვაა
- ღარიბაშვილი ენმ-ს: რატომ აღარ ამბობთ არაფერს? გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა?
- ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლები არიან, ვინც მას ცრუ მოლოდინებს უქმნის